პროექტის მთავარი იდეა: ელექტრული ენერგიეს დასაზოგად საჭიროა ვიცოდეთ რამდენად განსხვავდება ზამთარში და ზაფხულში გამოყენებული ელექრული ენერგიები, პროექტის იდეა გამოიკვეთა ენერგოეფექტურობაზე მსჯელობის დროს.
პროექტის აქტუალობა: გლობალური დათბობა, რისი გამომწვევი მიზეზიც არის არაგანახლებადი ენერგიის წყაროების ინტენსიური გამოყენების შედგად ატმოსფეროში ნახშირორჟანგის დიდი რაოდენობით დაგროვება, მსოფლიო საზოგადოების დიდ შეშფოთებას იწვევს. ენერგეტიკული რესურსების ფასები დიდ მძიმე ტვირთად აწვება საშუალო და დაბალი შემოსავლების მქონე ოჯახების ბიუჯეტებს. ენერგიის დაზოგვა ნიშნავს ჩვენი გადასახადების და გარემოზე მავნე ზემოქმედების შეცირებას.
პროექტის მიზნები: მოსწავლის მიერ ანალიზისა და მსჯელობის უნარ-ჩვევისგანვითარება. პრობლემის გადაჭრის უნარის განვითარება. ნამუშევრის ორგანიზების უნარის განვითარება. გამოიყენებენ საშუალო არითმეტიკულის და პროცენტის გამოთვლას.
მონაწილეთა ასაკი: 14-15 წლის მოსწავლეები.
ვადები: ორი კვირია.
მოსალოდნელი შედეგები: მოსწვლეები გაეცნობიან აბონენტის მიერ დახარჯული კილოვატ/საათების გამოანგარიშებას, დაადგენენ წელიწადის რომელი დროა ენერგოეფექტურობისათვის უფროფმნიშვნელოვანი.
პროქტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: მიზნობრივი ჯგუფებს ეთხოვათ დახარჯული ელ.ენერგიის ქვითრები: ივნისის. ივლისის, აგვისტოს დეკემბერის, იანვარის და თებერვლის. დაფა, ცარცი, რვეულები, თაბახის ფურცლები და კომპიუტერი.
პროექტის მსვლელობა: პროექტში მონაწილეება გამოკვეთეს რა მიზანი, კლასი ორ ჯგუფად გაიყო- შემთხვევითი შერჩევის პრინციპით. თვითეული ჯგუფისთვის შემუშავდა გეგმა. ჯგუფებმა დაასახელეს პასუხისმგებელი პირები. განაწილდა საქმიანობები (შეირჩა ხუთი პირი: დავითი 50 წლის, ანი 55, ლია 35 წლის, ინგა 45 წლის, ნინო 25 წლის). აღნიშნულ პირებს გამოერთვათ ქვითრები. I-მა ჯგუფმა ამოიწერა ზაფხულის განმავლობაში დახარჯული კილოვატ/საათები, გამოიანგარიშა საშუალო დანახარჯი. იგივე გააკეთა II ჯგუფმა.
I ჯ გ უ ფ ი
თვე | დავითი | ანი | ლია | ინგა | ნინო |
ივნისი | 225 | 14 | 216 | 158 | 114 |
ივლისი | 204 | 24 | 218 | 151 | 82 |
აგვისტო | 208 | 28 | 141 | 141 | 104 |
საშუალო | 219 | 22.3 | 177 | 153 | 100 |
II ჯ გ უ ფ ი
თვე | დავითი | ანი | ლია | ინგა | ნინო |
დეკემბერი | 237 | 38 | 292 | 81 | 104 |
იანვარი | 259 | 45 | 254 | 99 | 113 |
თებერვალი | 221 | 43 | 206 | 149 | 144 |
საშუალო | 239 | 42 | 250 | 109 | 119 |
I ჯგუფის საშუალო

II ჯგუფის საშუალო
პროცენტის გამოთვლის დროს ორივე ჯგუფმა ერთად იმუშავა და აღოჩნდა, რომ ზამთრისა და ზაფხულის დანახარჯებს შორის სხვაობა არის 11,55 %. შედეგი მოულოდნელი აღმოჩნდა პროექტში მონაწილეთათვისაც.
საგნებთან კავშირი: მათემატიკა.
პროექტის ხელმძღვანელი: ფიზიკის მასაწავლებელი ნარგიზა ცხოვრებაშვილი.
ხელმძღანელის ელ.პოსტა: nananino86@gmail.com
პროექტის ვებ–გვერდი: n.tskhovrebashvili.blogspot.com