Saturday, April 23, 2011

ელექტრო ენერგიის დანახარჯების შედარება ზამთარსა და ზაფხულში

      პროექტის მთავარი იდეა: ელექტრული ენერგიეს დასაზოგად საჭიროა ვიცოდეთ რამდენად განსხვავდება ზამთარში და ზაფხულში გამოყენებული ელექრული ენერგიები, პროექტის იდეა გამოიკვეთა ენერგოეფექტურობაზე მსჯელობის დროს.              
      პროექტის აქტუალობა: გლობალური დათბობა, რისი გამომწვევი მიზეზიც არის არაგანახლებადი ენერგიის წყაროების ინტენსიური გამოყენების შედგად ატმოსფეროში ნახშირორჟანგის დიდი რაოდენობით დაგროვება, მსოფლიო საზოგადოების დიდ შეშფოთებას იწვევს. ენერგეტიკული რესურსების ფასები დიდ მძიმე ტვირთად აწვება საშუალო და დაბალი შემოსავლების მქონე ოჯახების ბიუჯეტებს. ენერგიის დაზოგვა ნიშნავს ჩვენი გადასახადების და გარემოზე მავნე ზემოქმედების შეცირებას.
          პროექტის მიზნები: მოსწავლის მიერ ანალიზისა და მსჯელობის უნარ-ჩვევისგანვითარება. პრობლემის გადაჭრის უნარის განვითარება. ნამუშევრის ორგანიზების უნარის განვითარება. გამოიყენებენ საშუალო არითმეტიკულის და პროცენტის გამოთვლას.                          
     მონაწილეთა ასაკი: 14-15 წლის მოსწავლეები.
     ვადები: ორი კვირია.                                  
     მოსალოდნელი შედეგები: მოსწვლეები გაეცნობიან აბონენტის მიერ დახარჯული      კილოვატ/საათების გამოანგარიშებას, დაადგენენ წელიწადის რომელი დროა ენერგოეფექტურობისათვის უფროფმნიშვნელოვანი.     
      პროქტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: მიზნობრივი ჯგუფებს ეთხოვათ დახარჯული ელ.ენერგიის ქვითრები: ივნისის. ივლისის, აგვისტოს დეკემბერის, იანვარის და თებერვლის. დაფა, ცარცი, რვეულები, თაბახის ფურცლები და კომპიუტერი.                      
    პროექტის მსვლელობა: პროექტში მონაწილეება გამოკვეთეს რა მიზანი, კლასი ორ ჯგუფად გაიყო- შემთხვევითი შერჩევის პრინციპით. თვითეული ჯგუფისთვის შემუშავდა გეგმა. ჯგუფებმა დაასახელეს პასუხისმგებელი პირები. განაწილდა საქმიანობები (შეირჩა ხუთი პირი: დავითი 50 წლის, ანი 55, ლია 35 წლის, ინგა 45 წლის, ნინო 25 წლის). აღნიშნულ პირებს გამოერთვათ ქვითრები. I-მა ჯგუფმა ამოიწერა ზაფხულის განმავლობაში დახარჯული კილოვატ/საათები, გამოიანგარიშა საშუალო დანახარჯი. იგივე გააკეთა II ჯგუფმა.  


                                                 I  




თვე
დავითი
ანი
ლია
ინგა
ნინო
ივნისი

225
14
216
158
114
ივლისი

204
24
218
151
82
აგვისტო

208
28
141
141
104
საშუალო
219
22.3
177
153
100















II

თვე
დავითი
ანი
ლია
ინგა
ნინო
დეკემბერი
237
38
292
81
104
იანვარი
259
45
254
99
113
თებერვალი
221
43
206
149
144
საშუალო
239
42
250
109
119





          I ჯგუფის საშუალო
                p=(219+22.3177+153+100):5=134.26 კვტ/სთ          
           II ჯგუფის საშუალო
                    p=(239+42+250+109+119):5=151.8 კვტ/სთ                                                
        პროცენტის გამოთვლის დროს ორივე ჯგუფმა ერთად  იმუშავა და აღოჩნდა, რომ ზამთრისა და ზაფხულის დანახარჯებს შორის სხვაობა არის 11,55 %. შედეგი მოულოდნელი აღმოჩნდა პროექტში მონაწილეთათვისაც.
            საგნებთან კავშირი:  მათემატიკა.
            პროექტის ხელმძღვანელი:  ფიზიკის მასაწავლებელი ნარგიზა ცხოვრებაშვილი.
        ხელმძღანელის ელ.პოსტა:  nananino86@gmail.com
            პროექტის ვებ–გვერდი:  n.tskhovrebashvili.blogspot.com